კურორტ თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა მესტიაში, კურორტ თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დაუდასტურეს.

“11 თებერვალს, დილით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მესტიის სამმართველოში, შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ერთ-ერთ ტურისტთან დაკავშირებას, ვინც შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე”, -განაცხადეს უწყებაში.

მათივე ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ თეთნულდის მიმართულებით. საძიებო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარის იპოვნეს. მესტიაში ზვავი გუშინ ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები