„ენგურჰესის” რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო დაიხარჯება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში 38 მილიონი ევრო დაიხარჯება.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, გასულ წელს წინასწარი კვლევითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოებია განსახორციელებელი. შესაბამისად, მოლაპარაკება დაიწყო EBRD-თან და მათ მზადყოფნა გამოთქვეს ამ პროექტის დასასრულებლად დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყონ.

კაკაურიძის განმარტებით, სასესხო ხელშეკრულების პირობები იგივეა, რაც 28 მილიონის შემთხვევაში, ანუ 1%-იანი სესხი და ძირითადი თანხის გადახდა 8 წლის შემდეგ დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები