ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებაზე – იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა

სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, – ასე ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი გიგი უგულავას დაკავებას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს დღეს და 38 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა ვადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები