გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

გურჯაანში, კოტეხის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფორდისა და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს გზის სავალ ნაწილზე შეეჯახნენ. შედეგად ორი მგზავრი და მძღოლი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბროგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “რეგიონულ კვირას”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 276 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები