ქუთაისში ორსული ქალი სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა

ონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ქუთაისში,  “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში” სავარაუდოდ, გართულებული ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. 33 წლამდე, ორსული ქალი თავდაპირველად ამბროლაურის რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს, როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ორი დღის წინ სუნთქვის უკმაროსიობისა და გართულებული პნევმონიის ნიშნებით მიიყვანეს. რის შემდეგადაც კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში გადაიყვანა.

Ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, საქმეში ჩაერთო ყველა ექიმი, ტემპერატურა მაღალი არ ჰქონდა, პირიქით, დაბალი აღენიშნებოდა, რაც დამახასიათებელია ვირუსისთვის, რენტგენზე უარი განაცხადა, რადგან ჩვენ უკვე, მდგომარეობის სიმძიმის გამოძახებული გვყავდა კატასტროფის მანქანა. მას სურდა რენტგენიც ქუთაისში გაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს იყო ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, თოვდა, გზები იყო მოლიპული, გადამყვანი მანქანა ძალიან სწრაფადაც მოვიდა და დანიშნულების ადგილზეც სწრაფად მივიდა.  ჩვენ მათ მთელი გზა ვუკავშირდებოდით და პაციენტმა კარგად იმგზავრა, მაგრამ როგორც ჩანს, მოვლენები სწრაფად განვითარდა და სავალალო შედეგიც დადგა. ველოდებით ანალიზის შედეგებს, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება”,- განაცხადეს ამბროლაურის რეფერალურ კლინიკაში.

ქუთაისის სამედიცინო ცენტრში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შევიდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად, გრიპის ვირუსი სახელდება.

“მძიმე მდგომარეობაში იყო. აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია. მაშინვე ჩვენების მიხედვით გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, მკურნალიბაც, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე საათში პაციენტი გარდაიცვალა. ყველა ანალიზი გადაგზავნილია შემოწმებაზე. სავარაუდო არის ვირუსული ინფექცია, მაგრამ ანალიზები გადაგზავნილია და ველოდებით პასუხს”,- განაცხადა სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, თამარ ჯანელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები