ცაგერის ისტორიულ მუზეუმში პროექტის “მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში” შედეგების განხილვა გაიმართა
ცაგერში ცაგერის ისტორიულ მუზეუმში პროექტის “მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში” საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
Პროექტის განხორციელება 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და წელს დასრულდა. როგორც “რეგიონულ კვირასთან” პროფესორი, პროექტის ერთ-ერთი წარმდგენი და ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნინო სულავა ამბობს, პროექტი არქეომეტალურგიული ძეგლების შესწავლას ეძღვნება და იგი საქართველოს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.
“გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები არქეომეტალურგიის დარგში, განსაკუთრებით გეოლოგების მიერ გაწეული საქმიანობით დადგინდა, რომ მადანი, რომელზეც მუშაობდა ლეჩხუმის არქეომეტალურგიის ძეგლები, იყო სპილენძი. გარდა ამისა, ჩვენი ბრიტანელი კოლეგის, ბრაიან გილმორის დახმარებით, მნიშვნელოვანი სიახლეები ქრონოლოგიის მიმართულებითაც დადგინდა. აღმოჩნდა, რომ ის არქეომეტალურგიის ძეგლები, რომლებიც ლეჩხუმში და კერძოდ, სოფელ დოღურაშში იქნა აღმოჩენილი, დათარიღებული ძველი წელთაღრიცხვის მეცამეტე და მეცხრე-მერვე საუკუნეებით, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტია არა მარტო ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვისაც. Მადლობა მინდა ვუთხრა, რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომელმაც დააფინანსა პროექტი და დააფასა ჩვენი შრომა. მათგან ახალი დაფინანსება, გრანტი, მივიღეთ, რითაც საშუალება მოგვცა გავაგრძელოთ კვლევები. მადლობა ცაგერის ისტორიულ მუზეუმის თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლიერება კი ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც სრულფასოვნად თანამშრომლობენ ჩვენთან”,-განაცხადა ნინო სულავამ.