მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლდა
მაღალმთიან აჭარაში 5 სკოლაში დღეს, სასწავლო პროცესი არ განახლებულა. მიზეზი სკოლებში მოსწავლეების გამოუცხადებლობა გახდა. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ქედის მუნიციპალიტეტის ორ და შუახევის სამ საჯარო სკოლის გარდა, უხვი ნალექის მიუხედავად, სასწავლო პროცესი დანარჩენ დაწესებულებაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. შეუფერხებლად მუშაობს გათბობის სისტემაც. სასწავლო პროცესი არ განახლებულა სკოლამდელ დაწესებულებებშიც. მაღალმთიან აჭარაში აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო დღეს 13 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.