შუახევში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

შუახევში ღამით 14 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდა. გზები მოყინულია. მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრამდე თოვლია. შუა ზონაში 50-60 სმ, ხოლო დაბაში 20 სანტიმეტრამდე.

თოვლის საფარისგან გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები და ნაწილობრივ სოფლების გზები. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს.

გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდიანრეობს ხიჭაური ნაღვარევის, ინწკირვეთის, ბრილის, ჭვანა-გომარდული-წყაროთის, ვანის, ფურტიოს, პაპოშვილები-გორის, წაბლანის, კვიახიძეების, შუბანი-დარჩიძეების, შუბანი-ვაკის, დღვანის, ქიძინიძეების, ნენიის, ჩანჩხალოს, ჯაბნიძეების მიმართულებით.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სრულად მიეწოდება. მეწყერული პროცესები არ ფიქსირდება. ოპერატიულად განიხილება წამოჭრილი საკითხები.

მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოქმედებს ცხელი ხაზი 08 000 000 08.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები