გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს
ვაზიანი-გომბორი-თელავის ცენტრალურ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
პრობლემა ინტესიური თოვის და ლიპყინულის გამო შეიქმნა.
არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანა ამ დრომდე შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული და გზის გახსნას დილიდან ელოდება.
,,ტექნიკური მარილი აქტიურად იყრება გზაზე, მაგრამ ხელს ყინვა უფრო გვიშლის, ვიდრე თოვლი. ამ ეტაპზე ისევ შეზღუდვები მოქმედებს. მაღალი გამავლობის მანქანები და ასევე ის აგვტომობილები გადაადგილდებიან, ვისაც აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აქვთ. “- განაცხადა გზამშენი 2005”-ის დირექტორმა ტარიელ ლაჩაშვილმა.
გომბორის უღელტეხილზე მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.
ამ დროის მონაცემებით, უღელტეხილზე ტემპერატურა მინუს 14 გრადუსია.