ძლიერმა ქარმა გორში შენობას სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში სასტუმრო “ქართლის” შენობას სახურავი გადახადა. ამ დროისთვის ადგილზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მუშაოებენ. აღნიშნულ შენობაში ოკუპირებული ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
“გამთენიის 7 საათიდან ადგილზე ვიყავით. გადავკეტეთ სატრანსპორტო გზის სავალი ნაწილი, რადგან კეთილმოწყობის სამსახურის მიერ დაიწყო ინტენსიური სამუშაოები. აღნიშნული შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს. თუ როდის მოხდება სახურავის შეკეთება ეს უკვე მეპატრონეზეა დამოკიდებული. ჩვენის მხრივ, რაც საჭირო იყო, ძალიან მოკლე ვადებში გავაკეთეთ”,- განაცხადა გორის მერმა კინსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები