ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქუთაისში დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. დავითობის აღნიშვნა დილიდან დაიწყო .ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დავით აღმაშენებlის ძეგლს პატივი მიაგეს, შემდეგ კი გელათის მონასტერში ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
„გილოცავთ სრულიად საქართველოს დავითობის დრესასწაულს,განსაკუთრებული დღეა ჩვენი ერის დღევანდელ ცხოვრებაში და საერთოდ ისტორიაში.მეფე დავითი იყო არის და იქნება სიმბოლო ჩვენი ერთობის,ჩვენი აღდგენის და გამარჯვების.მისი ხსენება გვამხნევებს და მოგვიწოდესბს რომ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდევართ, რომ შევძლოთ ის მემკვიდრეობა რაც მეფე დავითმა დაგვიტოვა გავითავისოთ და იმ გზით ,გულისხმიერებით ,სიმართლით ,თავმდაბლობით მაგრამ სიმტკიცით შევძლოთ ერთობის აღდგენა”, -აღნიშნა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით “გალობის გელათური სკოლა”.
18:00 საათზე კი დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები