სალომე ზურაბიშვილი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე.

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა. გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იქნას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს დილიდან კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები