გორში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

გორში სტალინის გამზირზე, მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო.

სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 491 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კალათბურთის მინი მოედანი, ატრაქციონები, ფანჩატური, ქვიშის მოედანი, ტრენაჟორები, დაიდგა ურნები და დეკორატიული სკამები.

მუნიციპალიტეტში გასულ წელს ჯამში 14 სკვერი და 3 ბავშვების გასართობი სივრცე მოეწყო, 9 ლოკაციაზე კი ტრენაჟორები დამონტაჟდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები