ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ბაკურიანს ესტუმრა
ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის ერთ–ერთი კანდიდატია, სწორედ ამიტომ ფესტივალის შემფასებელი კომიტეტის წევრები პიტერ ბრული, სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი ბაკურიანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
კომიტეტის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში უკვე გამართეს.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი, წარმატებით გაართვას თავი საპასუხისმგებლო ამოცანას და ღირსეულად უმასპინძლოს ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში.
„ჩვენ 2015 წელს მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ ევროპის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ მიღებული გამოცდილება უთუოდ გამოგვადგება უკვე ზამთრის ფესტივალზე. მთავრობა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს და წელსვე, ფესტივალამდე 5 წლით ადრე დაიწყება პირველი ეტაპის სამუშაოები. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, აქედანვე ვგეგმავთ სპეციალური პროგრამის ამოქმედებას ფესტივალისთვის ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების უკეთ მომზადების მიზნით. სეოკ-ი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან, ერთობლივად და ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრას პრობლემები,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა საქართველოს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა და მდგომაროება უნდა შეაფასონ.