აჭარის მაღალმთიან სოფლებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა მიმდინარეობს
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდას ახორციელებს.
ხულოს მუნიციპალიტეტში 20 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.
18 ერთეული ტექნიკა მუშაობდა შუახევის მუნიციპალიტეტში.
ქედის მუნიციპალიტეტში თოვლის გაწმენდით სამუშაოებს 4 ერთეული ტექნიკა ახორციელებდა. ხოლო ორ ლოკაციაზე გაიწმინდა დამწყრილი ტერიტორია.
ხულოს, შუახევსა და ქედაში გაწმენდით სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე და მოადგილე ლაშა ჩიხლაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნენ.