სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ვიდეო)

სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის აეროპორტში, ავიაკომპანია Pegasus-ის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 179 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, ფაჰრეთინ ქოჯაზე, დაყრდნობით იტყობინება.

ავარია გვიან ღამით მოხდა, იზმირიდან ჩამოფრენილმა ლაინერმა, ასაფრენ-დასასფრენ ბილიკს გასცდა და სან ნაწილად დაიშალა.

ბორტზე სულ 183 ადამიანი იმყოფებოდა: 177 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი.

წინასწარი ვარაუდით, მომხდარის მიზეზი უამინდობა გახდა. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები