გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი ეკლესიის კელიაში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.