ზალკალიანი ვაშინგტონში ექსპერტებთან შეხვედრაზე: კიდევ ერთხელ დავუდასტურე ხელისუფლების მზაობა, არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტებით

მივაწოდე ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავუდასტურე ხელისუფლების მზაობა, არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ექსპერტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო “German Marshal Fund”-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აშშ-საქართველოს სტატეგიულ პარტნიორობას მიეძღვნა.

მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო ხედვებზე, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში გაწევრიანების გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილ ვითარებასა და რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალინმა სხვადასვხა საკითხებზე ექპსრტების შეკითხევბს უპასუხა, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

„ეს იყო ძალიან შინაარსიანი და საინტერესო შეხვედრა, კარგი შესაძლებლომა, რომ ამერიკის ექსპერტული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე მათ დეტალურად ვესაუბრე როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებლ გამოწვევბზე, იმ საფრთხეებზე რომელიც მოდის ოკუპაციიდან, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტეპზე. ბუნებრივია იმ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებზე რომელიც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”- განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი შემდგომი გაღრმავების გზებს.

„დღეს აშშ-საქართველოს პარტნიორობა არის როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზე, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრი იმპულსები მივცეთ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც ამერიკისთვის საქართველო არის ყველაზე ერთგული მოკავშირე რეგიონში, არა მხოლოდ თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით, არამედ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის და ამერიკისთვის არის ღირებული”- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საპარლამენტო არჩევნებზე მზადების პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპებით და საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას.

„როდესაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო კუთხით, აუცილებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებაშიც, რადგანაც წარმატებული საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება. ბუნებრივია ამის შესახებ აქტიური კომუნიკაცია მქონდა, ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი პასუხი და მათ აქვს ზუსტი ინფორმაცია და არა ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ წილად სუბიექტურ ფაქტორებე არის დაყრდნობილი. ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი, მივაწოდე ბოლო ინფორმაცია იმ მოლაპარაკების პროცესზე, რაც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მთავარია რომ დიალოგი გახსნილია და ყველა ძალა, ვინც კი ჩართულია პროცესში საუბრობს საერთაშორის პარნიორებთან ერთად. ახლა ყველა უნდა მიისწრაფვოდეს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ქვეყნისთვის, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ოკუპაცია და მავთულხლართების გავლება, ქვეყანა არ დადგეს ახალი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ დავადასტურე რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ეს 2012 წლის შემდგომ ტარდებოდა დემოკრატიულად, გამჭირვალედ, ეუთოს სტანდარტების შესაბამისად”- განაცხადა მინისტრმა.

მრგვალ მაგიდას აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნირობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და სანდო პარტნიორის როლი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოსა და რეგიონის საკითხზე მომუშავე ექსპერტული წრეების წარმომადგებლები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნირობას და აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მთავარი მოკავშირისა და სანდო პარტნიორის როლი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები