ლადო ბოჟაძე: შესაძლებელია, მოიძებნოს კომპრომისი და მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც კითხვის ნიშნებს აღარ დატოვებს

შესაძლებელია, მაინც მოიძებნოს კომპრომისი და მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც კითხვის ნიშნებს აღარ დატოვებს არჩევნების შენდგომი პერიოდისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს.

ლადო ბოჟაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობასთან ხვალ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„საარჩევნო სისტემა დღეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ხშირად ისმის ოპოზიციის მხრიდან, რომ თუ არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა შეიძლება დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც რა თქმა უნდა, მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე არ არის დამოკიდებული, უნდა არსებობდეს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო. ბევრი სხვა საკითხები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვისაუბროთ, რამდენად ლეგიტიმური იქნება მომავალი არჩევნები. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო სისტემას: თქვენ იცით, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კვლავ შერეულ საარჩევნო სისტემაზე. ერთი მხრივ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას იმ შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა, ვგულისხმობ მოდიფიცირებულ გერმანულ მოდელს, სადაც 73 მაჟორიტარული ოლქი უნდა დარჩეს, მაგრამ სასურველი იქნება, რომ ჩატარდეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელია, ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგოს. ამიტომ, ოპოზიციის მცდელობაა, რომ მინიმუმ შემცირდეს მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, რისი მოგებაც შეუძლია „ქართულ ონებას“ , იგივე მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ შეთავაზება 100/50-ზე. ახლა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას უფრო მეტი დადებითი ეფექტი შეიძლება მოჰყვეს იმ თვალსაზრისით, რომ აქ იქნება არა მრავალმანდატიანი ოლქები, არამედ შემცირებული 23 მანდატი, რომელზეც გარანტირებულად ჩვენ ვიტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეძლო მოეგო და უარს ამბობს. ყველაზე მთავარი: ეს 23 მანდატი ემატება პროპორციულ ნაწილს, როცა პოლიტიკურ პარტიებს იგივე მხარდაჭრის და იგივე პროცენტების შემთხვევაში შეუძლიათ, უფრო მეტი მანდატი მიიღონ არა 77 -დან, არამედ 100-დან“- განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო დაძაბული და პოლარიზებული იქნება.

„ყველაზე სამწუხარო, რაც არის და ჩემი პროგნოზი ასეთია, რომ რეალურად არაფერიც არ შეიცვლება , სწორედ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ყველაზე აქტიური ამ ფრონტზე და ითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლას, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა, 77/73-ზე. ახლაც სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია „გადაყვეს“ მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ და ,თუ,ბუნებრივია ,ოპოზიცია შეძლებს , უკვე მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გარშემო გაერთიანებას, წარმატებას მიაღწიოს. ყველაზე მთავარი – როგორ აღვნიშნე, თუ პროპორციულ ნაწილში 77 მანდატი დარჩა, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გადალახავენ 3 %-იან ბარიერს და ვფიქრობ, 4-5 პარტიას უპრობლემოდ ექნება რესურსი და საშუალება იმისა, რომ გადალახოს 3 %-იანი ბარიერი ,მათ მოუწევთ გაცილებით ნაკლები მანდატები , ვიდრე მოუწევდათ 100 მანდატითან. აქედან გამომდიანრე, ის პროცესები, რომლის გააქტიურებასაც ხვალიდან ველით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა ,მე ველოდები გაცილებით უფრო დაძაბულ და პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, იმიტომ რომ ხედავთ, როგორი პოლარიზებულია მედია, სამოქალაქო სექტორი.
ორი მსხვილი მოთამაშე, ორივე პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერსებულია, რომ მაქსიმალურად პოლარიზებული იყოს საარჩევნო გარემო, რომ ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრობის“ წინააღმდეგ შეძლოს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება და უფრო მეტი ხმის მიღება იმის შიშით, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხრივ, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ოპოზიციაში ის ერთადერთი ძალა, ვინც ოპოზიუცურად განწყობილ ხმებს წაიღებს.
მთავარია ამ პროცესიდან მოგებული დარჩეს ჩვენი სახელმწიფო, მე ვფიქრობ, რომ რესურსი მინც არსებობს მოლაპარაკებისა ,მით უფრო, იცით, უკვე ჩამოვიდა აშშ-ს ელჩი და სავარაუდოდ, ისიც ჩაერთვება აქტიურად ამ პროცესებში , შესაძლებელია მაინც მოიძებნოს კომპრომისი და მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, როემლიც კითხვის ნიშნებს აღარ დატოვებს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის“- გაანცხადა ლადო ბოჟაძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისიტემის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი გაიმართა. მმართველმა გუნდი ოპოზიციას ახალ მოდელს სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები