ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ე. წ. დვაბზუს ნასაკირალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
საბავშო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და სამ სააღმზრდელო ჯგუფზე, 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 440 000 ლარი დაიხარჯა. ამჟამად, საბავშვო ბაღში 35 აღსაზრდელი ირიცხება.
საბავშვო ბაღი გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნეს.

