საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს პლენარული სხდომით გახსნის
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას ოფიციალურად დღეს განაახლებს. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.
საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობა ოფიციალურად გასული წლის 20 დეკემბერს დაასრულა.