ირაკლი ბერაია ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და პრიორიტეტები განიხილეს.

განსახილველ საკითხებს განეკუთვნებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა და სამშვიდობო პილიტიკის ფარგლებში სხვადასხვა ინიციატივების გერმანელი დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები