ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა
ჩინეთში, ხეილუნცზიანის პროვინციაში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალს ფეხმძიმობის 38 კვირას, 37,3 გრადუსი ტემპერატურა აღმოუჩინეს, 30 იანვარს კი, მას კორონავირუსი დაუდგინდა. იმავე დღეს, ექიმებმა მისთვის საკეისროს გაკეთება გადაწყვიტეს.
ბავშვის წონაა 3 კგ, მას კორონავირუსი არც 31 იანვარს და არც 2 თებერვალს არ აღმოაჩნდა.
ამჟამად, დედა-შვილი კარანტინზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ბავშვის დედას 2 თებერვალს სიცხე უკვე აღარ აღენიშნებოდა.