სასამართლომ საკრებულოს დეპუტატებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს: თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძის აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურა სამივე მათგანისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.

შეგახსნებთ, რომ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილი დაშავდა. საკრებულოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები