ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ბიზნესთან უშუალო კომუნიკაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად
„ბიზნესთან პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად იყენებს იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ქართული ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ღონისძიებას სახელწოდებით „ღია დიალოგი ბიზნესთან” 150-მდე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია შეხვედრის ფორმატში მოხდა ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა, ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია და ბიზნესს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ხორციელდება, იგეგმება და ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტების სახით, ასევე მათგან მოვისმინეთ კონკრეტული პრობლემები, რომელიც ქუთაისში და, ზოგადად, იმერეთის რეგიონში არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა და ბიზნესთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ადგილობრივ ბიზნესწრეებთან შეხვედრის მიზანია პრიორიტეტების გამოკვეთა, რათა მოხდეს კონკრეტული საკითხების შესაბამის უწყებებამდე დროული მიტანა. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითარების და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.
ქუთაისში გამართულ შეხვედრას ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი ესწრებოდნენ, რომელმაც ვრცელი პრეზენტაცია გამართა და დ