რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუს 2019-nCoV-ის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ორივე დაავადებული ჩინეთის მოქალაქეა.

როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, პირველი შემთხვევა ტიუმენის ოლქში, ხოლო მეორე იმიერბაიკალეთის მხარეში დაფიქსირდა.

ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლისთვის დამატებითი ზომები მიიღება.

გოლიკოვას თქმით, ჩინეთის ქალაქებიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია იწყება.

წინასწარი მონაცემით, უხანში რუსეთის 300, ხოლო ხუბეიში 341 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები