ნინოწმინდაში წყლის მილების რეაბილიტაცია მაისში დაიწყება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ადგილობრივებს წყლის პრობლემა გაზაფხულიდან მოუგვარდებათ.
მუნიციპალიტეტის მერის, ანივარდ მოსოიანის განცხადებით, უკანონო მიერთებების ჩაჭრისა და მილების რეაბილიტაცია თოვლისა და ყინვის გამო გადაიდო. მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყება.
ცნობისთვის, ადგილობრივმა მოსახლეობამ წყლის პრობლემის გამო 20 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა და საკითხს მოგვარებას დაპირდა.
გორელოვკას მცხოვრებლების თქმით, მძიმე ტექნიკა სოფელში მეორე დღესვე შევიდა.
თუმცა, უამინდობის გამო სამუშაოები ვერ გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები