ონის მერმა მოზამთრე ოჯახები მოინახულა
ონის მუნიციპალიტეტის მერი, ემზარ საბანაძე მუნიციპალიტეტში მოზამთრე ოჯახების მონახულებას აგრძელებს.
ამჯერად, მერი სოფელ საკაოში,ხიდეშლებსა და მაჟიეთში სადაც შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ზამთრის პერიოდში მათ საჭიროებებს გაეცნო. ემზარ საბანაძემ თითეული მოსახლისგან მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობასა და ყოფით საკითხებზე.
მერის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია მისთვის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისთვის, ასევე თითოეული სოფელში დარჩენილი მოზამთრე ოჯახისთვის, რათა მათ არ ქონდეთ უყურადღებობის და მარტოობის განცდა.
მსგავსი შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება .