რუსი გენერალი: ნატო და აშშ წლიდან წლამდე აფართოვებენ საქართველოს სამხედრო ძალების საბრძოლო მომზადების მასშტაბებს, რაც რეგიონისთვის საფრთხეს შეიცავს

კავკასიაში აშშ-სა და ნატოს ქმედება სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ხელს არ უწყობს.

ამის შესახებ „ოდკბ“-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი სიდოროვმა, განაცხადა.

გენერალი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას აქტიურად ავითარებენ და ცდილობენ ქვეყანა რუსეთის შეწინააღმდეგებისთვის მთავარ ინსტრუმენტად აქციონ, მათ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენენ.

მისი თქმით, წლიდან წლამდე ფართოვდება საქართველოს სამხედრო ძალების საბრძოლო მომზადების მასშტაბები.

სიდოროვის თქმით, ამას გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეგიონში აქტიურ სამხედრო საქმიანობას ცდილობს.

„ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ გასულ წელს, აშშ-სა და ნატოს გემები, საქართველოს შავი ზღვის პორტებში, რეგულარულად შედიოდნენ“,- აღნიშნა გენერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები