ერგნეთში საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით საოკუპაციო ხაზთან, ერგნეთის ამბულატორიის შენობაში, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში – ბროწლეთში, მეღვრეკისში, ტირძნისსა და ერგნეთში მცხოვრები ბავშებისთვის სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქცია კერძო და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. საქველმოქმედო ღონისძიებაში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია ,,ჰუმანა“ და გორის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობდნენ.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ორ წლამდე ასაკის პატარებს პედიატრისა და ფსიქოლოგის კონსულტაცია უფასოდ გაეწიათ.

,,რეგიონში ხშირად ტარდება სამედიცინო აქციები და ამჟამად, პედიატრები გვყავს სტუმრად. სამედიცინო აქციის ფარგლებში მოემსახურებიან ერგნეთში, ბროწლეთში, მეღვრეკისსა და ტირძნისში მცხოვრებ ბავშვებს. ასევე, კერძო კომპანიის ჩართულობით, პატარებს საჩუქარები გადაეცემათ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, – აღნიშნა ქვემო ქართლის რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები