სომხეთში ჰოსპიტალიზებულ, ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. საქმე ეხება კორონავირუსის ეჭვით ჰოსპიტალიზირებულ ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომლებსაც თითქოს სომხეთიდან საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა შემთხვევები არ ფიქსირდება.

ამასთან, მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის ორ მოქალაქეს, რომელთაგან ერთს 37 გრადუსი სიცხე აღმოაჩნდა, სომხეთიდან საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს.

სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ მათ „ბანალური რესპირატორული ინფექცია“ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში ჰოსპიტალიზირებული ჩინეთის ორი მოქალაქე ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, შემდეგ ისინი ერევანში ჩავიდნენ.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები