ცხინვალი კორონავირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო რეჟიმს ამკაცრებს – მოსახლეობას მიმართეს რეკომენდაციით, ჭამამდე ხელები დაიბანონ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გოსპოტრებნადზორის კომიტეტმა“ ე.წ. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს რეკომენდაციით მიმართა, რომ ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკაშირებით ტრანსპორტში, ავტოსადგურზე და ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში სადეზინფექციო რეჟიმი გამკაცრდეს.
მოქალაქებს მიმართეს რეკომენდაციით, გამოიყენონ პირბადეები; მიიღონ უსაფრთხო წყალი; თერმულად გადამუშავებული საკვები, განსაკუთრებით მგზავრობების დროს; ჭამამდე და ხალხმრავალი ადგილების სტუმრობის შემდეგ ხელი დაიბანონ; მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ასევე ცხოველების მონაწილეობით მასობრივ-კულტურულ ღონისძიებებს.
გარდა ამისა, ე.წ.გენპროკურატურამ სამკურნალო დაწესებულებების შემოწმება დაიწყო.
ე.წ. გამომძიებლები სამედიცინო დაწესებულებების მიერ 2016-2019 წლებში მედიკამენტებისთვის დახარჯული თანხების მიზნობრიობას შეამოწმებენ.
შემოწმდება მედიკამენტების საწყობები, ე.წ. სახელმწიფო სააფთიაქო სამმართველო, რესპუბლიკური საავადმყოფო, პოლიკლინიკები, ასევე მედიკამენტების მიმწოდებლები.