სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს სამი თანამშრომელი სამსახურის ტოვებს

სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს სამი თანამშრომელი სამსახურის ტოვებს, შესაბამისი შეტყობინება მათ დღეს მიიღეს.

სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე “რეგიონულ კვირასთან ” განმარტავს, რომ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ მიუღიათ და თანამშრომლების სამსახურის დატოვების მიზეზი რეორგანიზაციაა.

“შეიქმნა ახალი ზრუნვის სააგენტო და ამის საფუძველზე ხდება კადრის გადაყვანა. ვინც არ გადაიყვანეს ყველას შეტყობინება მოგვივიდა, რომ პირველი თებერვლიდან ხელშეკრულება შეგვიჩერდება“,-განმარტავს დალი მოსიაშვილი.

კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის თქმით, მისთვის უცნობია თუ როგორ მოხდა კადრის შერჩევა.

“ვიცოდით, რომ ახალი სააგენტო იქმნებოდა, კადრებს რაც შეეხება ალბათ თვითონ გადაწყვიტეს “,- აღნიშნა მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები