პანკისში, გვარებს შორის მომხდარ დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

პანკისში, გვარებს შორის მომხდარ დაპირისპირების საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი განახლდა. თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბრალდების მხარემ სხდომაზე მტკიცებულებები წარადგინა და მათ დასაშვებლობაზე იმსჯელა, რაზეც დაცვის მხარემ პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ მიიჩნია. მოსამართლე- თამარ კაპანაძემ კი მოპოვებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებით განხილვის გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

შემდეგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 6 თებერვალს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები