სომხური მედია: სომხეთში საქართველოდან ჩასული ჩინეთის ორი მოქალაქე კორონავირუსის ეჭვით ჰოსპიტალიზირებულია

სომხეთში ჩინეთის ორი მოქალაქის იზოლირება მოახდინეს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელმა ლიანა ტოროსიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთ პაციენტის ტემპერატურა 37-ს აღწევს და ის სამედიცინო გამოკვლევას გადის.

„არ არის გამორიცხული, რომ მათ სასუნთქი გზების ინფექცია ჰქონდეთ. თუმცა, ისინი მაინც იზოლირებული არიან“, – თქვა ტოროსიანმა.

მისი თქმით, ამ ადამიანების კორონავირუსით დაავადების ალბათობა მინიმალურია, რადგან უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ, შემდეგ ერევანში ჩავიდნენ.

„სომხეთში კორონავირუსის გამოსავლენი რენტგენი, ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს“, – განმარტა ექსპერტმა.

კითხვაზე, თუ ქვეყანაში არ არსებობს დაავადების გამოსავლენად აუცილებელი ტესტი, როგორ შეიძლება დაისვას დიაგნოზი, ტოროსიანი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნების მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, დახმარებას მიმართავენ და შედეგების დასადასტურებლად ნიმუშებს ინგლისში, როტერდამში ან გერმანიაში გაგზავნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები