არჩილ თალაკვაძე: გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, თუმცა ოპოზიციამ დესტრუქცია გააგრძელა

„გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით შეთანხმება შედგებოდა, შევძლებდით თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა და ეს იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანების წერტილი, თუმცა ოპოზიციამ 20 ივნისის შემდეგაც გააგრძელა დესტრუქცია, ქუჩის პროცესები და დაპირისპირება, ჩვენი თანაგუნდელების მიმართ მძიმე შეურაცხყოფა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

„აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არათუ თანამშრომლობისთვის არის მზად, არამედ, პირიქით – ყველა გზას ეძებს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიოს ცვლილებებს, რასაც ვერ დავუშვებთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები