ქუთაისში საფლავები გაძარცვეს

ქუთაისში,  ორ სასაფლაოზე საფლავიები გაძარცვეს, წაღებულია ერთ-ერთი სასაფლაოს ბიუსტი – ამის შესახებ ინფორმაციას შპს “ქართული ტრადიციები 2011-ის” უფროსი სპეციალისტი, მაია ყუფარაძე  ავრცელებს, მისივე თქმით, ერთი შემთხვევა გუშინ, მეორე კი დღეს დილით მოხდა. ქურდობა მესაფლავემ შეამჩნია და ოჯახს აცნობა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, შეტყობინება მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა შესული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები