ფოთში “გაბედე” უკვე მოგვარებულ პრობლემას აპროტესტებს

ფოთის საკრებულოსთან, სადაც საკრებულოს მეორე მოწვევის სხდომა მიმდინარეობს, მოძრაობა ,,გაბედეს” წევრები არიან შეკრებილი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პრობლემა, რომელსაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ, მოგვარდა “გაბედე” საკრებულოს სხდომაზე დასწრებას და ქალაქში თევზის სუნზე საუბარს ითხოვს. თუმცა აღნიშნული საკითხი უკვე მოგვარებულია და თევზის გადამამუშავებელმა ქარხნებმა შესაბამისი ფილტრები დაამონტაჟეს.  მოძრაობის აქტივისტებმა პროტესტი აირწინაღებითა და ხელში თევზით გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში ფოთელები თევზის სუნმა შეაწუხა. მალევე პრობლემების მოგვარების მიზნით, ფოთის მერიის სააქტო დარბაზში  შეხვედრა გაიმართა. დიალოგში ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება. ამასთან, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფოთში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები