კასპში ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, ტრაილერის მძღოლმა სახის არეში მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ხანძრის შედეგად ტვირთმძიდი მანქანის გარკვეული ნაწილიც დაიწვა.
როგორც გადაუდებელი სიტუაცუების მართვის სამსახურში ,,რეგიონალურ კვირას” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები