აჭარაში ციტრუსის მოსავალმა 50 ათასი ტონას გადააჭარბა

აჭარაში ციტრუსის მოსავალმა 50 ათას ტონას გადააჭარბა. აქედან 32 ათასი ტონა  ექსპორტირებულია. არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ კი 10 ათასი ტონა შეადგინა. სლოვენია, მოლდოვა, ლიეტვუა, პოლონეთი, ყატარი, სინგაპური – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალს წელს დაემატა.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბში ციტრუსის სეზონი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ტიტე აროშიძემ შეაჯამა. მინისტრმა 2019-2020 წლების მანდარინის მოსავლისა და რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა.

წელს მანდარინის საბითუმო ფასი 0.60-დან 2.00 ლარამდე იყო. პროდუქციის მაღალი ფასი მაღალი ხარისხით იყო განპირობებული და ეს დიდწილად აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ხელი შეუწყო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აჭარის მთავრობამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქტიურად მუშაობდა ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები