ქარელში მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტები შეარჩია

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი  შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან აგრძელებს.
ამჯერად,  მერმა შეხვედრები სოფელების: ახალსოფელი, ახალსოფლის დევნილთა ჩასახლება, ოქროსოფელი, მოხისი, მოხისის დევნილთა ჩასახლება, კოდავარდისუბანი, ზ/ შაქშაქეთის მოსახლეობასთან გამართა.
აღნიშნულ შეხვედრებზე მოსახლეობამ უნდა წამოაყენოს მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პრიორიტიტული პროექტები კერძოდ: ახალსოფელი- გარე განათების მოწყობა; ახალსოფლის დევნილთა ჩასახლება – მოსაცდელისა და ხიდბოგირის მოწყობა; ოქროსოფელი-სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; მოხისის დევნილთა ჩასახლება – სკვერის მოწყობა; კოდავარდისუბანი -წყაროებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა; ზ/შაქშაქეთი- სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები