გორის სამხედრო ჰოსპიტალს აშშ-ს არმიის სამხედრო ექიმთა ჯგუფი ეწვია
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამხედრო ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. ჯგუფის წევრები პირადად მონაწილეობდნენ 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში ფარვანის პროვინციაში “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
მისიის მონაწილეებმა ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, მძიმედ დაჭრილი ივერი ბუაძის, საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი ლეიტენანტის, სიცოცხლე გადაარჩინეს.
სტუმრებმა სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან ერთად ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამასთან, მათ ქართველ კოლეგებს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობის მიმართულებით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.