“ადგილი მოსახლეობის შერჩეულია” – სოფელ მზიანეთში სკვერის მიმდებარედ რეკრეაციული ზონა უახლოეს მომავალში მოეწყობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანეთში მოწყობილი სკვერის ფოტომასალამ, რომელიც სოციალურ ქსელში დილიდან გავრცელდა, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. “რეგიონული კვირა” ადგილობრივ თვითმმართველობას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ იმ ადგილას, სადაც სკვერია განთავსებული, 2020 წელს რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, სკვერი 2019 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში, ჯანდარის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივების მიერ არჩეულ ლოკაციაზე მოეწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობამ სოფლის კრებებზე გამგებელთან შეხვედრის დროს მიიღო, რისი დამადასტურებელი ოქმებიც არსებობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სოფელ მზიანეთისთვის იმავე რაოდენობის თანხაა გამოყოფილი, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები და სწორედ ამ ადგილზე ატრაქციონები დამონტაჟდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სოფელ მზიანეთს ბავშვთა გასართობი, რეკრეაციული ზონა ექნება.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკვერი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, არასწორია.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკვერი მოსახლეობისგან 20 მეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები