თორნიკე რიჟვაძე: “მუყაოს ქალაქში“ მშენებლობა თებერვლიდან დაიწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ე.წ. ოცნების ქალაქის შესახებ ისაუბრა.

“დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე წინადადებების მიღება. საქმე ეხება ე.წ. მუყაოს ქალაქს. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული და როგორც დავპირდით მოსახლეობას, წელს თებერვალში დავიწყებთ მშენებლობას. გავაგრძელებთ მუშაობას ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე კრიტერიუმის შემუშავების მიზნით. ეს მოგვცემს საშუალებას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ რეგიონში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ, ე.წ. მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.

დასრულდა წინადადებების მიღება გამოცხადებულ მშენებლობის ტენდერზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა. ოცნების ქალაქთან დაკავშირებული საკითხი რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური გამოწვევაა, რომელსაც აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში თანმიმდევრულად ახორციელებს.

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები