სოფელ ვარიანში მცხოვრები თულოშვილების ოჯახის დასახმარებლად სპექტაკლი “შეცვალე” გაიმართება
“შეცვალე” – სპექტაკლი, რომელიც საზოგადოების ნაწილის, არაშემოქმედებითი ინტერესის ობიექტი გახდა, ერისთავის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 1 თებერვალს, 20:00 საათზე გაიმართება.
შემოსული თანხა კი სოფელ ვარიანში მცხოვრები თულოშვილების შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად გადაირიცხება. ბილეთის ფასი 10 ლარი.
სპექტაკლის ჩვენება საქველმოქმედო ფონდი “ცხოვრება მშვენიერიას” პროექტის ფარგლებში ხორციელდება.