მიუნჰენში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ჩეხეთში კი, ვირუსის ეჭვით 3 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული

გერმანიაში კორონავირუს 2019-nCoV-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიუნჰენის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტი რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ქალაქ შტარნბერგიდან არის, რომელიც მიუნჰენიდან 30 კმ დაშორებით მდებარეობს.

„ის სამედიცინო პერსონალის ქვეშ იზოლირებულად იმყოფება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბავარიის ჯანდაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადამიანების დაინფიცირების რისკი დაბალია.

გარდა ამისა, კორონავირუსის ეჭვით სამი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული ჩეხეთში.

ČT24 ჩეხეთის მთავარი სანიტარის ევა გოტვალდოვას განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რესპუბლიკაში დაავადების დადასტურებული შემთხვევები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები