კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მგზავრებს ამოწმებენ

კორონავირუსთან დაკავშირებით, მგზავრებს ბათუმის აეროპორტსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ამოწმებენ. შემოსულ მგზავრებს, სპეციალური მოწყობილობით ტემპერატურას უმოწმებენ. შემოწმების შემდეგ, საეჭვო სიმპტომების მქონეს კი საჭიროების შემთხვევაში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. მედიკოსები ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ჩინეთიდან ბათუმის მიმართულებით ამ ეტაპზე რეისები არ სრულდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამ დროისთვის, მგზავრთა შემოწმებისას ვირუსის სიმპტომების მატარებელი პირი არ შეუნიშნავთ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები