ონის მერიაში მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, საქართველოს კანონში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ შეტანილი ცვლილებების თაობაზე, განიხილეს ქალაქში სასმელი წყლით მომარაგების მოწესრიგების საკითხი, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა, მერის განცხადებით, მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე შემსრულებელი მეწარმეების გამოვლენა რათა თავიდან იქნეს აცილებული პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების დაცვაში მოსალოდნელი პრობლემები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები