ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

0

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა – გადაწყვეტილება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლემ ჩათვალა, რომ განზრახ თანხის გაფლანგვაში ბრალი ყოფილ მერს მიუძღვის. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, ეგასლარ ლომაძეს სასამართლომ გულგრილობისთვის ჯარიმა და წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო არჩილ ვანაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერთან გიორგი ერმაკოვთან და კიდევ ექვს ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებდნენ მოლოდინი იყო,  რომ მოსამართლე დავით მამისეიშვილი  ბრალდებულებს საპატიმროდან გაათავისუფლებდა.  შეგახსენებთ, რომ მერიის მაღაჩინოსნები 2019 წლის 30 მაისს დააკავეს. პატიმრობაში კი ყოფილი მერი გია ერმაკოვი და ეგარსლან ლომაძე რჩებიან. ოთხი მაღალჩინოსანი კი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოს გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი