გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

0

გორში, ვერხვების დასახლებაში  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.
როგორ ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომელი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.
,,ჩვენ ღამის 12 საათამდე ვმუშაობთ. მაგ დრომდე არაფერი არ მომხდარა. დღეს დილით რომ მოვედით გატეხილი დაგხვდა. ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს. ახლა აპარატი დალუქულია”, – განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი